воскресенье, 10 апреля 2016 г.

   2016 წლის მარტი- აპრილის თვეში გავიარე  “ inteli”-ის კურსი, კერძოდ: პროექტის კეთება  პროექტის სტანდარტების გათვალისწინება. ტრეინინგი ძალიან საინტერესო იყო, მოვისმინეთ თეორიული კურსი, განვიხილეთ თითოეული საკითხი, დავიწყეთ პრაქტიკულად განხორციელება. ვისწავლეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა, პორტფოლიოს შეფსების რუბრიკა, ფაილების გაგზავნა და შენახვა ინტერნეტით, ბუკლეტის დამზადების პრინციპები, პრეზენტაციების გაკეთება ,ვისწავლეთ თუ როგორ უნდა მოვიძიოთ მასალები და გავხადოთ ის ხელმისაწვდომი მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის.შევქმენით ბლოგები და  ბლოგზე ავტვირთეთ მასალები. ასევე მოვიძიეთ ინტერნეტიდან ფოტო მასალაც. ბლოგებზე ერთმანეთს გავუგზავნეთ წერილები.
    გავიხსენეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სპეციალური საჭიროების მოსწავლეთა მიდგომის უნარების გათვალისწინება.
   მე ვთვლი, რომ ამ ტრენინგის შემდეგ ზუსტად გვეცოდინება თუ როგორ უნდა დავგეგმოთ  პროექტი.
  არ შემიძლია რ ავღნიშნო ჩვენი ტრენერი, რომელიც დაუღალავად გვასწავლიდა და გვაძლევდა სწორ რჩევებს. მას თბილი დამოკიდებულება ჰქონდა თითოეულის მიმართ.
       მე-9 დღეს მე და ჩვენმა კოლეგებმა წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტების გეგმები და დამხმარე მასალები, ჩამოვყალიბდით თუ როგორ მოვამზადოთ და წარმოვადგინოთ ჩვენი ნამუშევრები,შედგა კოლეგებს შორის უკუკავშირი.
  მივიღეთ მითითებები , რომლებიც უნდა  გავითვალისწინოთ მომავალში.

воскресенье, 3 апреля 2016 г.

ტრენინგის  მე-8 დღე
საქაღალდეებში მოვათავსეთ ჩვენი ნამუშევრები. მივიღეთ მითითებები. ვისაუბრეთ განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებზე, რომ უნდა შევუდგინოთ ინდივიდუალური გეგმა.
ტრენინგის მე-7 დღე ძალიან საინტერესო იყო. ვისწავლეთ შეფასება. განვიხილეთ როგორ გამოვიყენეთ კითხვების დასმის ტექნიკა. მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელსესაწყობად შევქმენი, პრეზენტაციები და ავტვირტეთ ბლოგზე.

воскресенье, 27 марта 2016 г.

ტრენინგის მე-6 დღე
ამ ტრენინგზე ვისწავლებროსურების ფოტოებად დამზადება და ბლოგზე ატვირთვა, ერთმანეთისთვის კომენტარების გაგზავნა.

суббота, 26 марта 2016 г.

მე-5 დღე
ვისწავლეთ უკუკავშირის სახეები,რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებისა და განვითარებისთვის. ვისწავლეთ ტექსტის რედაქტირება. როგორ უნდა მოვიძიოთ ინტერნეტრესურსები . ეს  მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე.

воскресенье, 13 марта 2016 г.

ტრენინგი  მე-4 დღე
 გავეცანი შეფასების სტრატეგიებს პროექტის კეთების დროს.
1) მოსწავლეთა წინარე ცოდნისა საჭიროებების სტრატეგიებს.
2)წახალისების თვითლეგულირებადი სწავლისა და  თანამშრომლობის უნარს სტრატეგიებს.
3) პროგრესი მონიტორინგის დროს.
4)სტრატეგიები გაგებისა და შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისთვის.
5)გაგებისა და უნარების დემოსტრირების სტრატეგიებს.
 ძალიან ნაყოფიერი და ამომწურავი ინფორმცია მივიღეთ ამ საკითხებზე.  ვფიქრობ ,რომ ამ  სტრატეგიებს გამოვიყენებთ  სწავლის პროცესში.  

  ვისწავლეთ ბლოგზე სურათების ატვირთვა.